სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისისN106 საჯარო სკოლის
მუსიკის პრაქტიკოსი მასწავლებლის ნათია გოგნიაშვილის მიერ ჩატარებული
სოციალური პროექტი
თემა: წიგნიერი და მედიაწიგნიერი თაობა
ავტორი მასწავლებელი: ნათია გოგნიაშვილი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
კლასი - III6
პერიოდი - 2019 წლის 01.11- 26.11.
თემის აქტუალობა-
წიგნიერება და მედიაწიგნიერება
მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, რომელსაც მასწავლებელი უნდა უვითარებდეს მოსწავლეებს.
ინფორმაციის მოძიება , გაგება , გაფილტვრა, მცდარი ინფორმაციის და ფაქტის ერთმანეთისგან
გარჩევის უნარის გამომუშავება აქტუალური საკითხია.
ამ ყოველივემ გადამაწყვეტინა
პროექტის დაგეგმვა, რაშიც დახმარება გამიწიეს კლასის მშობლებმა.
პროექტის მიზანი- სკოლისა და ოჯახის მჭიდრო პარტნიორობით კლასში
სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება .
პროექტის ამოცანები
1 - სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა ჩართულობის
სტიმულირება.
2 - მოხალისე მშობელთა
შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხალისეობის დანერგვის შემუშავება.
3- მშობელთა ჩართულობით
დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.
4- მშობელთა ჩართულობის ხარისხის
მიმართების განსაზღვრა მოსწავლეთა შედეგებთან.
5 -მშობელთა ჩართულობის ხარისხის
მიმართების განსაზღვრა მოსწავლეთა განწყობასთან.
6- სკოლის თემის
ჩართვა პროექტის მიმდინარეობაში.
განხორციელების გზები:
1
პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2
საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება მშობელთათვის, სკოლაში დანერგილი ინოვაციების გაცნობა. პროექტის შესახებ მათი ინფორმირება.
3
პროექტის
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
4
ღია კარის დღეები სემესტრის განმავლობაში,
მშობელთა მოწვევა გაკვეთილებზე მშობლების მიერ საინტერესო წიგნების პრეზენტაცია. ინფორმაციის
მიწოდება, სიუჯეტების შერჩევა და განხილვა.
5
კითხვარების
დამუშავება , შედეგების ანალიზი;
6
საინფორმაციო
ბუკლეტების დამზადება და სკოლის ტერიტორიაზე დარიგება.
7
საბოლოო
შეხვედრა მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით
სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგი
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მედიაწიგნიერების
შესახებ. შეძლებენ მოსმენილი ინფორმაციის გაანალიზებას.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი
პროექტი გაზომავს
, რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა - სწავლების ხარისხს;
აამაღლებს მშობელთა ცნობიერებას სასკოლო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის შესახებ. თანატოლებზე
ზრუნვა და შეძენილი ცოდნის გადაცემა.
რესურსები
ელექტრონული - word
excel power point.
საკანცელარიო- თაბახის
ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი , მარკერები,
ფოტოაპარატი, ,
კომპიუტერი.
პროექტის შეფასება
1-
მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების შედეგებით, ჩართული მშობლების რაოდენობითა და მათი გამოხმაურეის
საფუძველზე;
2-
კლასის ხელმძღვანელის თვითდაკვირვების საფუძველზე;
3-
ადმინისტრაციის
მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
შიდა მონიტორინგი
- პროექტის ავტორიმასწავლებელი თავად აკვირდება მიმდინარეობას და შედეგს.
გარე მონიტორინგი-
ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგს. შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა
მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში
ჩართვის შესახებ, ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის
ასამაღლებლად. ( მაგალითად სასკოლო ღია კარის
დღეები, შემოქმედებითი საღამოები მოსწავლეთა მონაწილეობით და სხვა. )
პროექტის კალენდარი
აქტივობის აღწერა
|
ჩატარების დრო
|
|
1
|
პროექტის იდეის , მიზნისა და ამოცანების
დამუშავება
|
1.11.2019
|
2
|
საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება მშობელთათვის, სკოლაში დანერგილი ინოვაციების გაცნობა. პროექტის შესახებ მათი ინფორმირება.
|
8.11.2019
|
3
|
პროექტისგანხორციელებაზე პასუხისმგებელიპირის შერჩევა;
მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
|
11.11.2019
|
4
|
ღია კარის დღეები სემესტრის განმავლობაში,
მშობელთა მოწვევა გაკვეთილებზე მშობლების მიერ საინტერესო წიგნების პრეზენტაცია.
სიუჟეტების ყურება და გაანალიზება.
|
18.11.2019
|
5
|
კითხვარების დამუშავება , შედეგების ანალიზი;
|
22.11.2019
|
6
|
.საბოლოო შეხვედრა მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია,
პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
|
26.11..2019
|
გამოყენებული ფოტო სურათებზე ნებადართულია მშობლებისაგან
მასწავლებელი: ნათია გოგნიაშვილი
26.11.2019 წ.







Comments
Post a Comment